23:53 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 17:11:57, 908 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის მედიათეკაში გარემოსდაცვითი საათი ჩატარდა

საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი მდგომარეობა, მოსალოდნელი რეფორმები და ინოვაციური იდეები, - იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის „გარემოსდაცვითი საათი“ ჩატარდა.

შეხვედრა თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში გაიმართა, რომელსაც ცენტრის დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო.

სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქრის“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს საკუთარი საქმიანობა გააცნეს. საწარმო ხელს უწყობს ქვეყნაში არსებული ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებას, განსაკუთრებით კი ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების კულტურის პოპულარიზაციას. ახალგაზრდები ასევე გაეცნენ  გარემოს დაცვით პრობლემებს, გამომწვევ მიზეზებს, მოსალოდნელ შედეგებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს. შეხვედრას ის ახალგაზრდები დაესწრნენ, რომლებიც 15 სექტემბერს ნაძალადევის რაიონში დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ ცენტრისა და გამგეობის სახელით ახალგაზრდებს მადლობის სიგელები გადასცა. მსგავსი შეხვედრის მიზანი გარემოსდაცვით საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათ მიერ გაწეული შრომის წახალისება და გარემოზე ზრუნვაა. 

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მიმართულებებია არაფორმალური განათლების საშუალებით ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, მოხალისეობის მხარდაჭერა, სამართლებრივი/სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სხვა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics