22:10 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 12:47:37, 1611 ნახვა

საზოგადოება
ვანო მერაბიშვილს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

საქართველოს ყოფილ პრემიერი-მინისტრს ვანო მერაბიშვილს "ავერსის კლინიკაში" გამოკვლევები ჩაუტარდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურმა განუცხადა, პაციენტი კლინიკაში დღეს შემიყვანეს და მას რამდენიმე საათის განმავლობაში შესაბამისი გამოკვლევები უტარდებოდა.

მათივე ცნობით, ყოფილი შს მიისტრი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. რაც შეეხება გამოკვლევების პასუხს, ის ჯერჯერობით უცნობია. პასუხები იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხილვის საგნად იქცა. თავდაპირველად მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება. აღნიშნული ინფორმაცია სპეციალურმა პენიცენტიურმა სამსახურმა უარყო. უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს. მოგვიანებით მსჯავრდებულის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა მერაბიშვილის მკურნალობა და დიაგნოსტირება წავიდეს მცდარი გზით. ამის შემდეგ უწყებამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც მერაბიშვილისთვის ჩატარებულ გამოკვლევებზეა საუბარი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics