22:11 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 11:32:41, 1944 ნახვა

საზოგადოება
„თბილისობისთვის“ გარევაჭრობა გარკვეულ ლოკაციებზე იქნება შესაძლებელი

დედაქალაქის მერიამ „თბილისობა 2018“-სთვის ის ადგილები შეარჩია, სადაც  გარევაჭრობა ნებადართული იქნება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ადგილები იქნება: 

• ჩუღურეთში - ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორია;

• სამგორში - ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია;  

• გლდანში - ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებული სივრცე; 

• დიდუბეში - სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორია. 

• საბურთალოზე - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია; 

• ვაკეში - გეგეშიძის ბაღი. 

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე საკუთარი პროდუქციის წარმოდგენის საშუალება ნებისმიერ ადამიანს ექნება. 

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქცია ამ სივრცეში წარმოადგინოს.  მათ ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნულ ტერიტორიებზე შევიდნენ და თავიანთი პროდუქცია გაყიდონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

„თბილისობა“ წელს, 6-7 ოქტომბერს გაიმართება. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics