20:38 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 14:46:44, 1229 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, რატუ ინოქე კუბუაბოლას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს შორის საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ“. აღნიშნული ხელს შეუწყობს მხარეთა შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით.

გიორგი გახარიამ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო საქმიანობის, განხორციელებული რეფორმებისა და პრიორიტეტების შესახებ. ,, ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობას, შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნეთ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რაზეც მადლობა გადავუხადეთ კოლეგას და დავსახეთ გეგმები როგორ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ერთობლივად მუშაობას საერთაშორისო პლატფორმებზე.’’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დელეგაციის წევრები საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრსაც ეწვივნენ. ,,მემორანდუმის გაფორმების შედეგად, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა მივიღოთ საქართველოსგან საუკეთესო გამოცდილება, კერძოდ, ფიჯის რესპუბლიკის წარმომადგენლები ეწვევიან საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს და განახორციელებენ მიღებული გამოცდილების დანერგვას ჩვენს ქვეყანაში.’’- აღნიშნა ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ცენტრის დათვალიერების შემდეგ.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის გარდა , ასევე დაგეგმილია ფიჯის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი მომსახურების სააგენტოში , ერთობლივი ოპერაციების ცენტრსა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics