20:36 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 11:36:21, 1160 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა გურჯაანში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი პირველი საწარმო გახსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, საწარმო, რომელშიც ერთი მილიონი  ლარის ინვესტიცია უკრაინულმა კომპანიამ „ეკოჯორჯიან გრუპმა“ განახორციელა, თანამედროვე სტანდარტების უცხოური წარმოების მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი.

საწარმოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი დაესწრნენ. 

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყოველი ახალი საწარმოს გახსნა და ქვეყანაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები, რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. კახეთის რეგიონისთვის  წიპწის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის მიმართულებით ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე.

„ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ნარჩენების მართვაა. 2014 წლიდან ჩვენ მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება და დავიწყეთ იმ გამოწნეხილი მასის მკაცრი კონტროლი, რომელიც ყურძნის გადამუშავების შემდეგ რჩება. საწარმოებიდან მიღებული ეს მასა, ანუ ჭაჭა, მრავალი წლის განმავლობაში მეორადი წარმოების, ანუ ღვინის ფალსიფიკაციის წყარო იყო, ეს ღვინო კი, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა. საწარმოდან ჭაჭის გატანა და ფიზიკურ პირებზე გადაცემა უკვე რამდენი წელია შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, ღვინის საწარმოები ყურძნის დაწურვის შემდეგ დარჩენილ ჭაჭას ანადგურებენ, რაც საკმაოდ გარკვეულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ახლადგახსნილ საწარმოში კი, ჭაჭის მასის გადამუშავებით, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიიღება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მიმდინარე წელს საწარმოში დაგეგმილია 3 ათასი ტონა ყურძნის ჭაჭის მიღება-გადამუშავება, საიდანაც მიღებული იქნება 55-60 ტონამდე ყურძნის წიპწის ზეთი და წიპწის ფქვილი. პროდუქცია, ამ ეტაპზე, მთლიანად საექსპორტოდაა განკუთვნილი და რეალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები  თურქ და ესპანელ პარტნიორებთან მიმდინარეობს.

საწარმოში მუდმივად დასაქმებული იქნება 25-მდე ადგილობრივი, ხოლო სეზონურად (აგვისტო-ნოემბერი), დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics