19:07 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-22 18:59:37, 1777 ნახვა

საზოგადოება
„ჩემი ქალაქი მკლავს!“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

"ჩემი ქალაქი მკლავს!" - ამ სახელწოდებით მოქალაქეებმა მთავრობის ადმისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ქალაქში ეკოლოგიურად არაჯანსაღი გარემოა შექმნილი. ისინი მოითხოვენ, აიკრძალოს ყვითელი ავტობუსები და დაუყონებლივ აღსრულდეს გამკაცრებული ტექდათვალიერების ნორმები.

"ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები, დედები, რომელთაც შეგვაწუხა ეკოლოგიურმა მდგომარეობამ, ყველა ბავშვს თითქმის ტყვია აქვს სისხლში, ამ მიზეზებიდან გამომდინარე შევიკრიბეთ. აპოლიტიკური აქციაა, უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოების წევრები სოციალური ქსელის მეშვეობით დავეკონტაქტეთ ერთმანეთს. ივენთს 23000-ზე მეტი ადამიანის დაონტერესება მოყვა. ვფიქრობთ, რომ აქტუალურია ეს თემა და გვინდა ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას, რათა შექმნას ეკოლოგიურად უფრო ჯანსაღი გარემო", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარ ბასილიამ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები ჰქონდათ მიტანილი: „თბილისის ჰაერი ჯანმრთელობისთვის საშიშია“, „გაჩერდეს ყვითელი ავტობუსები“, „ბავშვები ვერ სუნთქავენ“, „დაუყოვნებლივ მოხდეს მშენებლობების შეფუთვა დადგენილი წესის შესაბამისად“, „დაუყოვნებლივ აღსრულდეს გამკაცრებული ტექდათვალიერების ნორმები“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics