19:08 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-22 10:46:48, 1228 ნახვა

საზოგადოება
გრეგ კრავჩუკმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეაფასა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორს გრეგ კრავჩუკს შეხვდა.

შეხვედრაზე  პროფესორმა დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები შეაფასა. როგორც გრეგ კრავჩუკმა აღნიშნა, მავნებელთან ბრძოლის კუთხით 2017 წელთან შედარებით წელს  გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოწვეულ ექსპერტს მადლობა გადაუხადა გამოცდილების გაზიარებისა და რეკომენდაციებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა მავნებელთან ბრძოლის საკითხში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID/REAP მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ.

გრეგ კრავჩუკის განცხადებით, მოსახლეობა უფრო მეტად ინფორმირებულია და, შესაბამისად, შედეგიც უკეთესი აქვთ. პროფესორმა დადებითად შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მავნებელის საწინააღმდეგოდ განხორიელებული ღონისძიებები.

„დასავლეთ საქართველოში სამდღიანი ვიზიტით ვიმყოფებოდი. აშკარაა, რომ  ფერმერები, რომლებმაც გაითვალისწინეს რჩევები, ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას საკუთარ ბაღებში, საუკეთესო შედეგს მიიღებენ“, - განაცხადა გრეგ კრავჩუკმა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის მუშაობა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართველი სპეციალისტები მავნებლის საწინააღმდეგო ყოველდღიური ღონისძიებების გატარების  გარდა, ცდილობენ, განავითარონ მიდგომები და საქართველოზე მორგებული მეთოდებით ებრძოლონ მავნებელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics