19:07 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 13:29:12, 1672 ნახვა

საზოგადოება
სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, სოფელ ლახამულაში აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები დასრულდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, სოფელ ლახამულაში აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები დასრულდა.

საპილოტო არეალზე სულ 509 მიწის ნაკვეთი აიზომა. ამჟამად მოძიებული ინფორმაციის სამართლებრივი დამუშავება მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლახამულა ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს.

საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics