19:07 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 12:57:10, 2089 ნახვა

საზოგადოება
​„პარლამენტის თბილისში გადატანით ქუთაისელები ფინანსურ შემოსავალს დაკარგავენ“ - ოპოზიციის შეფასებები

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ხათუნა გოგორიშვილი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს.

როგორც გოგორიშვილმა აღნიშნა, ქუთაისში პარლამენტის არსებობა მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს.  

„ეს ნიშნავს, რომ ქუთაისს, საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი აღარ ექნება. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის წევრები აღარ ჩამოვლენ, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის აპარატის ასეულობით თანამშრომელი აღარ ჩამოვა, ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილების და შემოსავლის მოკლება ქუთაისელებისთვის და არანაირად საქართველოს ურბანულ განვითარებას ხელს არ შეუწყობს“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილიც ეხმაურება. დეპუტატი ოპონენტის აზრს იზიარებს და აცხადებს, რომ პარლამენტის თბილისში გადატანით ქუთაისელები დამატებით ფინანსურ შემოსავალს დაკარგავენ. 

„ეს პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ჯერ კიდევ 2012 წელს და შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ ვერანაირი დეცენტრალიზაცია ვერ ხდება, ქუთაისში როგორ ცხოვრობს ხალხი თქვენ თვითონ ჩამოდიხართ და ხედავთ, ვერანაირი სამუშაო ადგილები ვერ იქმნება. რა თქმა უნდა, ის, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ უკვე ორ კვირაში ერთხელაც კი, როდესაც დღეს ორ კვირაში ერთხელ მაინც ჩამოდის პარლამენტი ქუთაისში, შესაბამის ზეგავლენას მოახდენს იმ ხალხზე, ვინც არის დაკავშირებული ამ პარლამენტის საქმიანობასთან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის იანვრიდან გადმოვა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics