16:15 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 12:42:52, 752 ნახვა

საზოგადოება
ზვიად აბაშიძე - არჩევნებში კონკურენცია საარჩევნო პროგრამებსა და საპრეზიდენტო კანდიდატების უნარებს შორის უნდა მიმდინარეობდეს და არა, გაუგებარ ინტრიგებს შორის

ექსპერტი ზვიად აბაშიძე  გაერთიანებული ოპოზიციის ამომარჩეველთა სიაში პრემიერ ბახტაძის პირადი მონაცემების   არსებობას  კურიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ ადამიანს, რომელი პარტიის ან საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, მაშინვე უჩნდება ეჭვი,  თუ როგორ შეიძლება მოქმედი პრემიერ-მინისტრი მოწინააღმდეგე ბანაკში მყოფი საპრეზიდენტო კანტიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდეს. 

„სრული აბსურდია და  ვფიქრობ, ყველაზე დიდი შეთქმულების თეორიაშიც კი წარმოუდგენელია მსგავსი ფაქტის დაშვება. ყველა ამგვარი ფაქტის არსებობა ხელს უშლის არჩევნების სტაბილურ გარემოში ჩატარებას. იმისათვის, რომ ამომრჩეველმა უკეთ გააცნობიეროს საკუთარი არჩევანი,    კონკურენცია საარჩევნო პროგრამებსა და საპრეზიდენტო კანდიდატების უნარებს შორის უნდა მიმდინარეობდეს  და არა,   გაუგებარ ინტრიგებს შორის. ამიტომ, ვინც ამგვარი საქმითაა დაკავებული, სამწუხაროდ მისთვის სახელმწიფოებრიობა და  სტაბილური დემოკრატიული განვითარება მეორეხარისხოვანია“, - განაცხადა ზვიად აბაშიძემ.

ექსპერტი  იმედოვნებს, რომ გასაჯაროებული დოკუმენტის ავკარგიანობას შესაბამისი ორგანოები რაც შეიძლება სწრაფად დაადგენენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics