16:16 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 12:09:17, 1124 ნახვა

საზოგადოება
ტაქსის ერთიანი ვიზუალური სტანდარტი 2019 წლიდან ამოქმედდება

ტაქსების რეფორმის ფარგლებში, თბილისის მერია ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზე მუშაობს, რომელიც  2019 წლის პირველი ოქტომბრიდან  ამოქმედდება.  

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით, ქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი აღნიშნული პერიოდიდან ერთიან სტანდარტში მოექცევა. 

„ტაქსების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელზეც ტაქსების ლიცენზირების თვალსაზრისით, არაერთხელ ვისაუბრეთ. ამ კონკრეტულ რეფორმას რაც შეეხება, თბილისის მერია საკრებულოსთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე უკვე მსჯელობს. ერთიანი ვიზუალური სტანდარტი პირველი ნოემბრისთვის უკვე იქნება დამტკიცებული. ამ დროიდან, ტაქსით მომსახურების სერვისის მიმწოდებლებს  ეცოდინებათ,  თუ როგორი იქნება 2019 წლიდან ეს მოთხოვნები. აღნიშნული სტანდარტი გაითვალისწინებს ასევე, ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც მძღოლებს დამატებითი შემოსავლის წყაროს შეუქმნის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ტაქსის  მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, ავტომობილზე რეკლამისთვის გამოყოფილი ადგილით ისარგებლონ და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დამატებითი ფინანსური სარგებელი მიიღონ. 
 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics