14:56 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 13:38:34, 1985 ნახვა

საზოგადოება
თიბისი გალერეამ ნინო ბოსიკაშილის გამოფენას უმასპინძლა

13 სექტემბერს, თიბისი გალერეამ თანამედროვე მატვრის, ნინო ბოსიკაშვილის გამოფენას უმასპინძლა.

ალტერნატიული  სამყარო (ხელოვნური ინტელექტის თემის განვრცობა), ასე ეწოდება გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი ნამუშევრები ხელოვნური ინტელექტის მიერ ალტერნატიულ სამყაროს შექმნის იდეას ეხება. ხელოვნების ნიმუშები ასახავს თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის შექმნამ სრულიად შეცვალოს ის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.   

ნინო ბოსიკაშვილი მულტიმედიურ ექსპოზიციაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

 ახალგაზრდა მხატვარი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ  აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

2018 წელს, ავსტრალიურმა გამოცემა  " Pictoria Volume 2"  საუკეთესო არტისტების წიგნში ნინო ბოსიკაშვილი  წლის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად დაასახელა.

გამოფენა 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics