13:22 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 19:58:18, 932 ნახვა

საზოგადოება
„ვიქნებით აქ, სანამ ეს ხელისუფლება არ გადაშენდება“ - პარლამენტთან სარალიძის და მაჩალიკაშვილის აქცია გრძელდება

პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია მიმდინარეობს.

როგორც სარალიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის ნანობს, რომ გუშინ სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შეურაცხყოფისთვის ბოდიში კიდევ ერთხლე მოუხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუხადო დიდი ბოდიში სამართალდამცველებს. მე მათ შეურაცხყოფა მივაყენე, თუმცა ვხვდები იმას, რომ ისინი ასრულებდნენ მათი უნამუსო დამკვეთების ბრძანებას. ამიტომ, ვუხდი ბოდიშს. სათქმელი არაფერი მაქვს გარდა იმისა, რომ აქ ვიქნებით იქამდე, სანამ ეს ხელისუფლება არ გადაშენდება“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მოსახლეობას მალხაზ მაჩალიკაშვილმაც მიმართა და მოუწოდა, გარეთ გამოვიდნენ.

„გთხოვთ, სახლში არ გაჩერდეთ, გამოხვიდეთ გარეთ და გვერდით დაგვიდგეთ. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ უსამართლობას. თუ მე ერთ უბრალო პანკისელი კაცი ვხვდები იმას, რომ ხელისუფლება დამნაშავეა, თქვენ ჭკვიანი და განათლებული ადამიანები ხართ და იგივეს უნდა ხვდებოდეთ. გვჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ხალხზე იზრუნებს. მეც საქართველოს შვილი ვარ. როცა ადამიანს აქვს მიზანი და ის მიზნისკენ მიისწრაფვის, აუცილებლად მიაღწევს საწადელს. მინდა პოლიციელებს ბოდიში მოვუხადო. არ ვიცი შეგაგინეთ გუშინ თუ არა, მაგრამ ბოდიშს ვიხდი“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ამასთან, აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას მოუწოდებენ, გარეთ გამოვიდნენ და შვილმოკლულ მამებს გვერდში დაუდგნენ.

ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სარალიძის და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს მოუწოდა, თუ აქციაზე მისვლას ვერ ახერხებენ, მხარდაჭერა Facebook-ში გამოხატონ ჰეშთეგებით - #მამები #სიმართლისთვის.

ადგილზე ამ დროისთვის რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფება. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics