|
2018-09-03 12:50:01, 1272 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძე: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს
„კერძო სექტორს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი ადგილი უკავია. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით პოზიტიური ტენდენცია 2018 წლის მეორე კვარტალშიც შენარჩუნდა, რაც ბიზნეს სექტორის ბრუნვის, გამოშვებისა და დასაქმების მნიშვნელოვან ზრდაში გამოხატა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის“ მიერ საწარმოთა საქმიანობის შედეგების შეფასებისას. „საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 19.9 მლრდ. ლარი შეადგინა. მათგან მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 22.6%-ით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 17.6 პროცენტით გაიზარდა. კერძოდ, საშუალო საწარმოების 25.2%-ით, ხოლო მცირე ზომის საწარმოების ბრუნვის ზრდამ 12.6% შეადგინა. ასევე პოზიტიურია სტატისტიკა ბიზნეს სექტორის გამოშვების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში, ბიზნეს სექტორის გამოშვება 10.0 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 12.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 11.5%-ით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 13.6 პროცენტით. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის გამოშვების ზრდაში მცირე და საშუალო საწარმოების წვლილმა 7.9 პროცენტული პუნქტი შეადგინა. რაც შეეხება 2018 წლის იანვარი-ივნისის პერიოდს, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.2%-ით გაიზარდა და 37.9 მილიარდი ლარი შეადგინა, ასევე ზრდაა გამოშვების კუთხითაც - მან 18,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 14,2 პროცენტით მეტია. მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წვლილმა გამოშვების ზრდაში 2018 წლის იანვარ-ივნისში 8.7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გამოშვება გაიზარდა 15.1 პროცენტით. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში ბრუნვა ეკონომიკის ყველა სექტორში გაიზარდა. თუმცა ბიზნეს სექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 16.4%); ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 84.4%); დამამუშავებელი მრეწველობის (15.1%), წვლილი ზრდაში 1.9 პ.პ.) და ტრანსპორტის და დასაწყობების (18.8%) სექტორებმა შეიტანეს. ეკონომიკის ყველა სექტორში შეინიშნება გამოშვების ზრდაც. გამოშვების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 18.9%); ვაჭრობის (ზრდა 11.9%); ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 14.6%) და ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 48.4%) სექტორებმა შეიტანეს. ასევე, აღსანიშნავია გამოშვების მაღალი ზრდა სამთომოპოვებითი მრეწველობის (ზრდა 31.2%), და სასტუმროების და რესტორნების სექტორებში (ზრდა 16.3%). ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, ბიზნეს სექტორის სტატისტიკა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე მეტყველებს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სახეზეა წარმოების მოცულობის გაფართოება და ცალკეულ დარგებზე საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა. ასევე აღსანიშნავია, ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესების განვითარება. „საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნეს სექტორის განვითარებასა და ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და აღნიშნული მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების და ინოვაციების წახალისების მიმართულებით, რაც სამომავლოდ ასევე დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)