17:10 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 14:38:37, 1439 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში, რომელიც  21 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა. სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  განსაკუთრებით ხაზი გაესვა მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც როგორც საგარეო სექტორის გაუმჯობესებამ, ასევე შიდა მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია.

„შესაბამისად, სავალუტო ფონდმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.5%-მდე გაზარდა, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. გარდა ამისა, პრესრელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამახვილებს ყურადღებას იმ რეფორმების დადებითად მიმდინარეობაზე, რომელიც საქართველოში გვაქვს - ეს არის საპენსიო რეფორმა, გადახდის უუნარობის რეფორმა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის რეფორმა და ბევრი სხვა რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კერძო სექტორის ჩართულობას ეკონომიკურ ზრდაში და საფუძველს მისცემს ქვეყანას, მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს. ეს კი თავისთავად საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახება", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

სსფ-ს მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზის წლიურ 5.5 პროცენტამდე გაზრდის შესახებ პრესრელიზი 28 აგვისტოს გაავრცელა.

"სსფ-ს მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელმშემწყობი რეფორმების მიმდინარეობა; შეაფასა სხვადასხვა ინიციატივები. საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა დამოუკიდებელი საპენსიო სააგენტო და დაამტკიცა დებულებები კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონის განხორციელებისათვის. ხელისუფლებამ დახვეწა გადახდისუუნარობის კანონი და აამოქმედა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ხელშემწყობი დებულებები. ამჟამინდელ გარემოში მიზანშეწონილია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკის მედეგობის გაზრდის, კერძო სექტორის მიერ წაძღოლილი ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიცირების და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით", - აღნიშნულია სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics