|
2018-08-27 14:44:53, 1929 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ საგარეო რისკების მიმართ მდგრადობა გამოიჩინა
ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოს პოზიტიურ პერსპექტივას ამყარებს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკამ ბოლო პერიოდში გამოავლინა მდგრადობა საგარეო რისკების მიმართ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას შეფასებით, კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოსთვის რეიტინგის შენარჩუნება, მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც რეგიონში კვლავ მაღალია ეკონომიკური რისკები. „სააგენტო Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ საგარეო რისკების მიმართ მდგრადობა გამოიჩინა. რეიტინგში გამოყოფილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ: ბიზნესგარემო, რომელიც სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, არის პოზიტიური და საქართველო ამ მხრივ არის გამოკვეთილი ქვეყანა „BB" რეიტინგის ქვეყნებს შორის. ასევე, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებადი ტენდენცია, რაზეც მიუთითებს სარეიტინგო კომპანია. Fitch-ის პროგნოზით, 2018-2019 წლებში საბიუჯეტო დეფიციტი ქვეყანაში 2.6%-მდე შემცირდება, რაც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის კიდევ უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის მიზნებთან, ისევე როგორც "BB" რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან. Fitch-ის შეფასებით, რეიტინგში პოზიტიური პერსპექტივის შენარჩუნება, ასახავს სარეიტინგო კომპანიის მხრიდან მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინს ქვეყანაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, სააგენტო მიუთითებს, რომ საქართველოს ფისკალური დეფიციტის შემცირების აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია უზრუნველყოფს ვალის სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მაღალია სახელმწიფო ფინანსების მართვის ხარისხი და ეს მიმართულება განაგრძობს გაუმჯობესებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ინფლაციის დონე და Fitch-ის პროგნოზი, თანხვედრაშია ქვეყნის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეკონომიკურმა აღმავლობამ, ხელი შეუწყო საგადასახადო შემოსავლების ზრდას, რამაც მიმდინარე ხარჯების შემცირებასთან ერთად, ქვეყანას საშუალება მისცა განეხორციელებინა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. „საკრედიტო რეიტინგის პოზიტიური შეფასება მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. ეს არის გზავნილი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მაკროეკონომიკური ფაქტორებისა და საგარეო ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. საკრედიტო რეიტინგებში შემდგომი წინსვლა, არის მთავრობის მიზანი და სამთავრობო პროგრამის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი და ყველა ის რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს და დაგეგმილია მთავრობის მიერ, ემსახურება ამ მიზნის მიღწევას," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
(NS)
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)