05:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 15:31:12, 2387 ნახვა

ეკონომიკა
მიწისქვეშა გაზსაცავის დასაფინანსებლად შეთანხმება გაფორმდა

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა" და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე" შეთანხმება გაფორმდა.

ხელმოწერას, რომელსაც გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და ნინო ენუქიძე, აგრეთვე გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი თომას ბარაისი დაესწრნენ.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა" პრეზიდენტმა დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა ოლაფ ციმელკამ.

ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებისგამოყოფას. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული  უსაფრთხოება.პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსისდარეგულირებას და  ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2019 წელს დაიწყებს და პროექტისექსპლუატაციაში შესვლა 2022 წელს იგეგმება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics