|
2018-02-19 12:51:39, 1922 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი გვრიტიშვილი: რუსულმა ორგანიზაციამ ანა დოლიძე დაიქირავა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით მონაცემები შეეკრიბა
რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”რუსული მართლმსაჯულების ინიციატივა” ანა დოლიძე დაიქირავა იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მონაცემები შეეკრიბა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა. როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, მონაცემების შეგროვება იმ კუთხით უნდა მომხდარიყო, "რაც იქნებოდა მაკომპრომენტირებელი საქართველოს და ქართველი მეომრების, თითქოს მათ ჩაიდინეს დანაშული კაცობრიობის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების და სხვა მასობრივი დარღვევების თაობაზე". "ჩვენ გვიჩნდება კითხვა, ამგვარი მორალის ადამიანი რატომ უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მონაწილეობას იღებდეს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც საბჭოს კომპეტენციაშია, თუნდაც მოსამართლეების დანიშვნა? საჩივრები შეტანილია სტრასბურგის სასამართლოში და არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ქალბატონი ანა განმარტავდა, თითქოს ეს იყო საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებები, რომლითაც დასტურდება, რომ ზუსტადაც ქართველი მეომრების მიერ ჩადენილი ქმედებები იყო უარყოფითი კონტექსტით”, - განაცხადა გვრიტიშვილმა. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბწოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. "ქალბატონი ანა დოლიძე თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიც არის რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა. ამ პერიოდში, როდესაც ის აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, ამ ორგანიზაციას აქვს შეტანილი სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა იუსტიის უმაღლესი საბჭოს წევრმა თავად ანა დოლიძემ ამ ბრალდებებს უკვე უპასუხა და მათ "შავი პიარი" უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)