|
2018-02-15 21:27:43, 2040 ნახვა
კომენტარი
გუგეშაშვილი: ჩვეულებრივად შემოვუშვი, რამდენიმე წუთში კი, მესროლა - ის ჩემს სახლში პირველად არ ყოფილა
თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, მას მისი შვილის მისამართით გასროლა არ უნახავს. ამის შესახებ გუგეშაშვილმა ”პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გუგეშაშვილის თქმით, მკვლელი სახლში ჩვეულებრივად შემოუშვა, ხოლო გასროლა რამდენიმე წუთში განხორციელდა. "სამწუხაროდ, მე არასოდეს მიფიქრია რაიმე სიფრთხილის დაცვაზე და ადამიანი, რომელიც ცდილობდა ვითომ საქმიან კონტაქტზე გამოსვლას, სახლში ჩვეულებრივად, რამდენჯერმე შემოვუშვი. ეს ადამიანი ჩემს სახლში პირველად არ ყოფილა. დიდი შუალედით მოდიოდა. ჩვეულებრივად ზარი დარეკა და მე სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის კარი ღია მქონდა. ის არ შემოჭრილა და ჩვეულებრივად შემოვიყვანე. რამდენიმე წუთის ინტერვალით კი, მესროლა. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მახსოვს, რომ მესროლეს გულის არეში და მე მეგონა, რომ ჩემი ვაჟი უკვე სახლიდან გასული იყო. მესროლეს მე და ესროლეს შვილს. მაგრამ სროლის მომენტი ჩემი შვილის მიმართ მე არ მინახავს", - აღნიშნა პოლკოვნიკმა. კითხვაზე - იყო თუ არა მკვლელი დაჭრილი, გუგეშაშვილმა უპასუხა, რომ ეს ტყუილია. "ვერც იქნებოდა დაჭრილი. ჩუსტებით და ხალათით ვიყავი, ვერ ვესვროდი", - დასძინა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)