|
2018-02-15 11:45:43, 1365 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: ჩვენს ქვეყანაში, სადაც 70% მთაა, ამ სიკეთით სარგებლობა ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელს ხდომაზე სოფლებში მინი საბაგიროების დამონტაჟების საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ ინიციატივას მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. მისივე თქმით, არც ერთ გამოხმაურებას უყურადღებოდ არ დატოვებენ: „მინდა, გამოვეხმაურო იმ ჩართულობას, სულისკვეთებას და ძალიან პოზიტიურ აღქმას ჩვენი მსოახლეობის მხრივ ინიციატივაზე, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიამ დანერგა მინი საბაგიროების კუთხით და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სოფლებში დავიწყეთ მინი საბაგიროების დამონტაჟება, რათა ყველა ბავშვმა საქართველოში, რომელიც მთის რეგიონებში ცხოვრობს, ისარგებლოს არა მხოლოდ ცნობილი ზამთრის კურორტებით, რომელიც გვაქვს საქართველოში, არამედ მათივე სოფელში შესაძლებელი იყოს, რომ ისინი დაკავდნენ ზამთრის სპორტის სახეობებით და არ მოუწიოთ თხილამურებით საკუთარი ძალისხმევით ასვლა იმ ციცაბო ტრასებზე, რომელიც მათ სოფლებში არსებობს. ჩვენ უკვე რამდენიმე სოფელში, სვანეთში დავამონტაჟეთ მინი საბაგიროები და ვაგრძელებთ ამ ინიციატივას, მივიღეთ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მთელი საქართველოს მასშტაბით და მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ასეთ გამოხმაურებას უყურადღებოდ არ დავტოვებთ. მომავალ წელს, უკვე ჯავახეთში და ხევსურეთში, დაბა ბარისახოში დავამონტაჟებთ ასეთ საბაგიროებს და ეს გაგრძელდება. ჩვენ ქვეყანაში,სადაც 70% არის მთა ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს, მიუხედავად მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისა, ისარგებლონ ამ სიკეთით.",- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)