18:30 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 18:00:29, 1654 ნახვა

კომენტარი
ფანცულაია: მამალაძის თქმით, ციხეში თავისუფლების სანაცვლოდ თანამშრომლობას სთავაზობდნენ

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზმა სასამრთლოს წინაშე პირველად გააჟღერა ის ფაქტი, რომ მასთან, ციხეში, შედიოდნენ პირები, რომლებიც თავისუფლების სანაცვლოდ თანამშრომლობას სთავაზობდნენ.

''მან ისაუბრა კონკრეტულ ფაქტებზე, როცა ის ციხეში იყო და  უცხო პირები თანამშრომლობას სთავაზობდნენ, რომ თუ ის წყნარად იქნებოდა და ბევრ პრობლემას არ შექმნიდა, არ იხმაურებდა, გამოუშვებდნენ'', - აღნიშნა ფანცულაიამ.

ადვოკატი  საქმის საიდუმლოებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებს, ვინ იყვნენ აღნიშნული პირები.

თუმცა გიორგი ფანცულაია განმარტავს, რომ ისინი პროკურატურის თანამშრომლები არ იყვნენ.

''მან ასევე ისაუბრა, თუ რატომ იყო აბსურდული, რომ მას შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა კარიერისთვის სჭირდებოდა.  მან მოიყვანა კოკრეტული წერილი, თუ როგორ სთხოვდა ის მეუფე დიმიტრის მე დამაბრუნე ეპარქიაში და არანაირი სურვილი არ მაქვს დაწინაურებისო“, - განაცხადა ფანცულაიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics