|
2018-02-05 14:28:22, 1709 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: მოგერინი 2017 წლის განმავლობაში სავალუტო ფონდთან მიღწეულ პროგრამას მიესალმა
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებას ეხმაურება. "ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი მიესალმა 2017 წლის განმავლობაში მიღწეულ სტაბილურ მაკროეკონომიკურ ჩარჩოს, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ პროგრამას და მის მიმდინარეობას, რომელმაც, ერთი მხრივ, ქვეყნის მდგრადობა გაზარდა და მეორემხრივ, ევროკავშირს მისცა შესაძლებლობა, ჩაერიცხა საბიუჯეტო დახმარება 48 მლნ ევროს ოდენობით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მინისტრის თქმით, აღნიშნულმა პოზიტიურმა შედეგებმა საქართველოსა და ევროკავშირს მისცა დახმარების ახალ პროგრამაზე მუშაობის შესაძლებლობა. მისივე განმარტებით, ეს დახმარების ახალი პროგრამა 2017 – 2020 წლებზეა გათვლილი და 450 მლნ ევროს შეეხება. (NS)
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)