17:23 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 15:28:09, 1490 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ვერ ჩამოყალიბდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იზიარებს პოზიციას, რომ ნარკორეალზიატორების  მიმართ ჰუმანური პოლიტიკა სწორი არ იქნება.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალების წესში ცვლილებები ნარკორეალიზატორებსა და ნარკოტიკების შემომტანებს  არც ეხებათ.

პრეზიდენტი ამ განცხადებით შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას დღევანდელ კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ჰუმანურმა პოლიტიკამ ნარკორეალიზატორებს ხელი არ უნდა შეუწყოს. ასევე მან უპასუხა მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელის განცხადებასაც პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების თაობაზე. გიორგი მარგველაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ შავ პიარს ახორციელებს:

„მინდა, ვთქვა ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში, ბატონ ზვიადს ჰქონდა შესაძლებლობა, დეტალურად ესაუბრა, რომ ნარკორეალიზატორები მათ შორის არა მხოლოდ რეალიზატორები, არამედ გადმომტანებიც კი არ არიან ამ სიაში მოაზრებულნი. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ პოლიტიკის შემსუბუქება არ იქნება სწორი.

ეს შეფასებები ჯამში ტოვებს გარკვეული დაბნეულობის შთაბეჭდილებას. მე ვხედავ მთელ ტალღებს არა მარტო შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ შავი პიარის ტალღა  ე.წ. სააკაშვილთან გარიგების ნაწილში, ვეღარც ვიხსენებ. ყოველდღე ვხედავთ წარუმატებელ შავი პიარის ინიციატივებს, რომელიც უკავშირდება იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ფაქტობრივად 4 წლის განმავლობაში ებრძოდა საპრეზიდენტო ინსტუტუტს და ცდილობდა ამ ინსტიტუტის დემონტაჟს, დღეს ვერ ვხედავ, ჰქონდეს ჩამოყალიბებული თავისი შეხედულება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ვერ ჩამოყალიბდნენ. ამავე ფონზე ჩამოყალიბდა ეტყობა რაღაც ნაწილში პოზიცია, რომ ჩვენ უნდა ვაწაარმოოთ შავი პიარი მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ. გაგრძელდება ანალოგიური აბსურდული ტალღები მომავალშიც. მაინცდამაინც სერიოზულად ამ  შავ პიარს არ აღვიქვამ და არც მგონია, ეს ვინმეზე მოქმედებდეს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics