14:26 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 17:32:07, 1552 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: თორნტონის განცხადებამ გამახსენა სპეცოპერაცია, როცა ქართველმა ჯარისკაცებმა ამერიკელები იხსნეს

ლორა თორნტონის განცხადებამ გამახსენა ერთ-ერთი სამხედრო სპეცოპერაცია ავღანეთში, როცა ამერიკელი ჯარისკაცები ალყაში მოექცნენ და ჩვენმა ჯარისკაცებმა ალყა გაარღვიეს და პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცების სიცოცხლე გადაარჩინეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილის შეფასებით, გულსატკენია, როცა ასეთი განცხადება ამერიკული ორგანიზაციის ლიდერის მხრიდან კეთდება.

"ეს არის ქალბატონი ლორას განცხადება, რომელსაც ჩემი აზრით ნამდვილად ვერ გაიგებდნენ სწორად ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები", - დასძნა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, ლორა თორნტონი "იმედთან" ინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვას, რომელიც კვლევაში სამხედრო თვალსაზრისით რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შედარებას ეხებოდა,სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: ”გასულ ღამეს, "იმედის" ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ამგვარად ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!”, - წერს ლორა თორნტონი Facebook-ზე. ამ განცხადების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა მას საჯაროდ ბოდიშის მოხდა სთხოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics