15:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 15:57:03, 2139 ნახვა

კომენტარი
მეუფე შიო მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულზე - არ მგონია, რომ თავს ეკლესიას აფარებდეს

პატრიარქის მოსაყდრის მეუფე შიოს განცხადებით, ის რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა, მთელი ერის ტრაგედიაა.

კითხვაზე - ხომ არ შეაფარა თავი ძებნილმა ეკლესიას, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ "ეს ინფორმაცია არ აქვს".

„ვერ გეტყვით. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. არა მგონია. უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩვენთაგანისთვის ეს არის ტრაგედია. საზარელი სისასტიკე და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ღმერთმა აცხოვნოს მათი სულები“, - განაცხადა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის  შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით  ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics