11:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 12:49:58, 2541 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროში ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე შემაჯამებელი საჯარო შეხვედრა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროში ფისკალური პოლიტიკისა და მართვის და ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ევროკავშირის ქვეყნებთან თავსებადობის საკითხებზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითად პრინციპებსა და მის მნიშვნელობაზე, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების როლზე ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის წარმართვის პროცესში, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე.

ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე გუნცაძემ მოკლედ მიმოიხილა რეგიონებში გამართული შეხვედრები მუნიციპალიტეტების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. მან ისაუბრა ევროკავშირის ქვეყნების ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითად პრინციპებზე, აგრეთვე საქართველოს ფისკალური პოლიტიკის ევროკავშირის პრაქტიკასთან თავსებადობაზე.

ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა ძირითადი ფისკალური წესები, დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტები, საშუალოვადიანი დაგეგმვა და სხვ. შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო 2017 წლიდან საქართველოს კანონმდებლობით ამოქმედებული რეგულაციები და მისი მნიშვნელობა.

შეხვედრის ბოლოს ორგანიზატორებმა შეაჯამეს საჯარო ფინანსების რეფორმის ფარგლებში უკვე განხორციელებული, ასევე საშუალოვადიან პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მსგავსი შეხვედრები არასამთავროვო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის უკვე ჩაატარა ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომსა და რუსთავში. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ  სამოქალაქო საზოგადოება იქნება მეტად აქტიური და გაიზრდება მათი დაინტერესება და ჩართულობა ფისკალური პოლიტიკისა და მართვის საკითხებზე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics