12:30 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-07 10:35:11, 276 ნახვა

სამხედრო
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა

2022 წლის თებერვლიდან პოლონეთმა კიევს 16.4 მილიარდი ზლოტის (დაახლოებით 4.5 მილიარდი დოლარი) ღირებულების იარაღი და სამხედრო ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განუცხადა.

მისი პრეზენტაციის თანახმად, ტრანშეების უმეტესობა - 14.9 მილიარდი ზლოტის (4.1 მილიარდი დოლარი) ღირებულების - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2022-2023 წლებში „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის მთავრობის დროს გადაეცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთის ამჟამინდელმა მთავრობამ უკრაინას 1.5 მილიარდი ზლოტი (0.4 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარების სახით გადასცა.

მან ასევე დაადასტურა, რომ ვარშავამ კიევს მართლაც გადასცა „პატრიოტის“ ტიპის რაკეტები. „ალიანსის გენერალური მდივნისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის წინადადებითა და მოთხოვნით, [„პატრიოტის“ მომხმარებელთა ჯგუფთან კონსულტაციების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „პატრიოტის“ ტიპის რაკეტების [კიევში] გადაცემის შესახებ. გადაცემული რაოდენობა არ აღემატება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებს და არ მოქმედებს პოლონეთის საჰაერო თავდაცვის პოტენციალზე“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics