|
2017-01-26 08:50:12, 2398 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლო დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს, 15:00 საათზე ე.წ. კაბელების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ 23 ტომიანი ე.წ კაბელების საქმის არსებითი განხილვა დაასრულა. ბრალდების მხარემ თავის საბოლოო სიტყვაში სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვოს. სააპელაციოს სისხლის სასმართლის პალატის თავმჯდომარის, ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, "კაბელების საქმეში" ბრალდებულების გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას და ნუგზარ კაიშაურის მიმართ გადაწყვეტილებას 26 იანვარს გამოაცხადენ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)