19:58 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-09 18:57:25, 265 ნახვა

პოლიტიკა
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე

საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებას ეხმაურება, რომლებიც დღეს არხის შენობასთან შეიკრიბნენ და ეთერის დათმობა მოითხოვეს.

მოთხოვნის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მაუწყებელი მათ მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გამართულ საინფორმაციო კამპანიებს არ აშუქებს. ოჯახის წევრები მოითხოვენ, ეს საკითხი არხმა სამეურვეო საბჭოს ფორმატშიც განიხილოს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებაში მიუთითებს, რომ "საქართველოს პირველი არხი თავის გადაცემებში უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას და გაშუქებული საკითხების ირგვლივ განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრის წარმოდგენას".

ამასთან, აღნიშნავს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესაბამისად, თავისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამაუწყებლო ბადის და შინაარსის თაობაზე".

"საზოგადოებრივი მაუწყებელი სისტემატურად აშუქებს სასამართლო პროცესებს საზოგადოების მაღალი ინტერესის შესაბამისად და მაყურებელს აწვდის სრულ ინფორმაციას.

ასევე გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა გარანტირებული და უზრუნველყოფილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით (მე-18 მუხლი). აღნიშნული კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ბათილია. იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა, მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მითითების ან დავალების მიცემა, შეთანხმების დავალება ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესაბამისად, თავისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამაუწყებლო ბადის და შინაარსის თაობაზე.

ამასთანავე, „საქართველოს პირველი არხი“ თავის გადაცემებში უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას და გაშუქებული საკითხების ირგვლივ განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრის წარმოდგენას", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics