18:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 13:16:32, 1768 ნახვა

სამართალი
წულუკიანი: იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებულ ცერცვაძის მონაცემზე რუსეთს ხელი არ მიუწვდება

ისუტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებულ პირად მონაცემებზე, მათ შორის გია ცერცვაძის მონაცემებზე რუსეთს ხელი არ მიუწვდება.

უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ, გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით წულუკიანმა განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თითოეული თქვენგანის, მათ შორის მოქალაქე გიორგი ცერცვაძის პირადი მონაცემები მკაცრად დაცულია. მასზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით გათვალისიწნებული შემთხვევისა. შესაბამისად, არც ერთ პირად მონაცემზე, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქის, თუ უცხოელის შესახებ ჩვენს სისტემაში ინახება, ოკუპანტ ქვეყანას ხელი არ მიუწვდება. რაც შეეხება ამ დროისთვის მიმდინარე პროცესს და პროცედურებს, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, (ისე რომ ზოგიერთი ხმამაღლა მყვირალი ადამიანი არ გვჭირდება ამისთვის) უკვე განახორციელა ნაბიჯები, რომ ჩვენი მოქალაქის ინტერესები უკრაინის ტერიტორიაზე დაცული იქნეს. ეს არის ის, რაც ამ წუთში შემიძლია გითხრათ მოქალაქე ცერცვაძის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი და მთავრობის სამართალდამცავი ბლოკის უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, რომ თავი შევიკავოთ ამ თემაზე აჟიოტაჟისგან, რადგან ეს არ ემსახურება მოქალაქე ცერცვაძის ამ წუთში სასიცოცხლო ინტერესებს. უკრაინასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს, დაველოდოთ შედეგებს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცი გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთის და 2008 წლის აგვისტოს ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას  ედავება, ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics