18:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 13:13:17, 2154 ნახვა

სამართალი
სს კოდექსში ახალი ცნება - ადევნება შემოდის, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება

სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება - ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება.

შესაბამისი ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ შესახებ საქართველოს  კანონში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ნაწილია.

ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად,  ან მესამე პირის მეშვეობით  პირის, მისი ოჯახის წევრის, ან  სხვა ახლო ნათესავის  არაკანონიერი თვალთვალი;  ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული, ან სხვა  საშუალებით, მუქარა, რაც აიძულებს  პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს  ცხოვრების წესი. ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით  დასჯადი ხდება.აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებით  სტერილიზაციაც. კოდექსს ემატება  მუხლი, რომელიც განსაზღვრავს  სისხლის სამართლის  პასუხისმგებლობას  იძულებითი სტერილიზაციისთვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.

იუსტიციის სამინისტროს  მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო  ცვლილებებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საბოლოოდ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics