2017-01-11 18:53:28, 2351 ნახვა
სამართალი
„გირჩის“ ოფისიდან ექსპერტ-კრიმინალისტებმა 84 ძირი კანაფის ქოთანი წაიღეს
ექსპერტ-კრიმინალისტებმა "გირჩის" ოფისი უკვე დატოვეს. პოლიტიკური პარტიის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.
არსებული ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ოფისიდან 84 ძირი კანაფის ქოთანი წაიღეს, რათა ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
შეგახსენებთ, სამართალდამცველები "გირჩის" ოფისში დღეს, დაახლოებით 12:00 საათიდან იმყოფებოდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან