2017-01-08 12:52:20, 2663 ნახვა
სამართალი
შსს რატი გაჩეჩილაძის დაკავების ვიდეოს ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე, რატი გაჩეჩილაძის დაკავების ვიდეოს ავრცელებს.
http://police.ge/ge/shss-m-dzaladobis-braldebit-erti-piri-daakava/10310
გაჩეჩილაძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“,-განმარტავენ შსს-ში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან