2017-01-07 14:30:03, 2331 ნახვა
სამართალი
ქუთაისში პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილი იპოვეს
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილი იპოვეს.
იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შიანგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„გამოძიება დაწყებულია 173-ე მუხლით რაც შვილად ან შვილობილად აყვანის წესის დარღვევას ითვალისწინებს. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სოციალური სამსახური საქმის კურსშია. ჩვენ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს“, - აცხადებენ შსს-ში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან