2017-01-06 15:29:53, 2382 ნახვა
სამართალი
პენიტენციურ დაწესებულებებში საშობაოდ ამანათების მიღება მიმდინარეობს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.
„კანონით დადგენილი წესით, ამანათების შეგზავნა დაწესებულებებში დღეს, დღის ბოლომდე და ხვალ, 7 იანვარს 14:00 საათამდეა შესაძლებელი.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას“, - აცხადებენ უწყებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან