00:33 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-05 15:54:08, 2085 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი ზურაბ მარქარიანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლით.    

როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 21 ოქტომბერს, თბილისში, დაისის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ზურაბ  მარქარიანი მისსავე საცხოვრებელ ბინაში მეუღლეს დიანა მოსიაშვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

"ზურაბ მარქარიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ მარქარიანი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვა ზურაბ მარქარიანის დაუსწრებლად მოხდა, ვინაიდან იგი არ ცხადდებოდა სასამართლო პროცესზე, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა",-აღნიშნულია განცხადებაში.
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics