|
2017-01-03 16:07:37, 1907 ნახვა
სამართალი
ბერიანის მკვლელობასა და ბიანკა შიგუროვას მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალადობაში, განზრახ მკვლელობაში და ცეცხლის წაკიდებით ჩადენილ სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 125-ე მუხლის პირველი და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით დამნაშავედ სცნო. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე ლევან კოჭლაშვილმა ტრანსგენდერ ბიანკა შიგუროვას მიმართ, მისსავე საცხოვრებელ სახლში განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მიაყენა სხეულის დაზიანებები.
იმავე დღეს, ლევან კოჭლაშვილს დაახლოებით 22:30 საათზე, ქ.თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ ტრანსგენდერ საბი ბერიანთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც განზრახ მოკვლის მიზნით ლევან კოჭლაშვილმა დანით საბი ბერიანს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად საბი ბერიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ლევან კოჭლაშვილი 12 ნოემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 125-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, ლევან კოჭლაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და ლევან კოჭლაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობაში, განზრახ მკვლელობაში და ცეცხლის წაკიდებით ჩადენილ სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში ლ.კოჭლაშვილი დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 125-ე მუხლის პირველი და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე ლევან კოჭლაშვილმა ტრანსგენდერ ბიანკა შიგუროვას მიმართ, მისსავე საცხოვრებელ სახლში განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მიაყენა სხეულის დაზიანებები. იმავე დღეს, ლევან კოჭლაშვილს დაახლოებით 22:30 საათზე, ქ.თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ ტრანსგენდერ საბი ბერიანთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც განზრახ მოკვლის მიზნით ლევან კოჭლაშვილმა დანით საბი ბერიანს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად საბი ბერიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლევან კოჭლაშვილი 12 ნოემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 125-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, ლევან კოჭლაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და ლევან კოჭლაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)