|
2016-08-04 15:37:37, 803 ნახვა
საზოგადოება
თბილისში სიმონ ხეჩინაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა
თბილისში ცნობილი ქართველი ოტორინოლარინგოლოგის სიმონ ხეჩინაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ექიმის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. მათივე ცნობით, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები ნინა ხატისკაცი და გიგა ნიკოლეიშვილი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, სიმონ ხეჩინაშვილის ოჯახის წევრები და ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ. დავით ნარმანიამ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სიმონ ხეჩინაშვილის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, სიმონ ხეჩინაშვილის ღვაწლი ქართული მედიცინის განვითარებაში ფასდაუდებელია. „იგი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ მედიცინას და ამ სფეროში დაგვიტოვა უმდიდრესი გამოკვლევები, საფუძველი ჩაუყარა არაერთ მიმართულებას. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. აღნიშნული მემორიალური დაფის გახსნა სწორედ ამ ღირსეული ადამიანის და მეცნიერის სახელის უკვდავყოფას ემსახურება. თითოეული ჩვენგანის ვალია, ასეთი ადამიანები ყოველთვის გავიხსენოთ, ვიცოდეთ, რა ღვაწლი აქვთ მათ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის წინაშე და დავაფასოთ, როგორც შეგვიძლია“- განაცხადა დავით ნარმანიამ. სიმონ ხეჩინაშვილმა სრულიად ახალგაზრდამ, 1942 წლიდან დაიწყო სამედიცინო და სამეცნიერო მოღვაწეობა ოტორინოლარინგოლოგიისა და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის სფეროში. მის სახელს უკავშირდება სასმენი აპარატების დანერგვა საქართველოში. 1979-1988 წლებში იყო თბილისის ექიმთა და ხელოვნების ინსტიტუტის რექტორი. იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. შესრულებული აქვს 180 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 4 მონოგრაფია. სიმონ ხეჩინაშვილი 2010 წელს გარდაიცვალა. (NS)
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)