21:12 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 19:29:52, 292 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს

გიგა ავალიანის საქმე - გახმაურებული მკვლელობის ოქროს მოწმე, ნია იმნაძე სასამართლოში არ გამოცხადდა. როგორც მისმა უფლებადამცველმა თქვა, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც სასამართლო სხდომაზე მისვლას ვერ შეძლებს და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარადგინა.

წარდგენილი დოკუმენტების არ სჯერა მოკლული მასწავლებლის დედას და ამბობს, რომ ექიმებმა სამედიცინო დოკუმენტი გააყალბეს, რადგან არ სურდათ, რომ ნია იმნაძე დარბაზში მისულიყო. მისი თქმით, სწორედ იმნაძეა ის მთავარი პირი, რომელმაც მისი შვილის მკვლელობა შეუკვეთა.

თითქოს პროკურატურას მათი შვილების ბრალი შევუკვეთე და მათი კიკინიანი შვილები პროკურატურას შეკვეთილი ბრალით დავაჭერინე, მაშინ მათ ჩემი მოსმენა უნდა უნდოდეთ. იმის შანსი, რომ მოსამართლის წინაშე დავეკითხე, ხელიდან გაუშვეს.

ასევე, ნია იმნაძის ადვოკატმა, გიორგი ლეკიაშვილმა არაერთი ცნობა წარადგინა სასამართლოში, ამ ცნობების ავთენტურობას მოვიკვლევ და დავადგენ.

 

პირველი ცნობა, არის კარდიოლოგის და ცნობის მიხედვით, გულის სტრუქტურა და ფუნქცია ნორმაშია და კარგად მუშაობს. მე-2 და მე-3 ცნობები სრული შოკია, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ ეს ცნობები ერთი და იმავე ფსიქოთერაპევტმა გასცა. მან პაციენტი 4 თებერვალს ნახა. ანამნეზი იმდენად მძიმე არის, რომ დანიშნული აქვს მედიკამენტი, რომელიც პიტნას, „ვალერიანს“ და ბარამბოს შეიცავს. ფსიქოთერაპევტმა პაციენტი 4 თებერვალს ნახა, პირველი ცნობა 9 თებერვალს, მეორე კი 27 აპრილს გასცა, სასამართლო პროცესის წინა დღეს, რომელზეც ის უნდა გამოცხადებულიყო. 2 თვის წინ ნანახით გასცა ცნობა ფსიქოთერაპევტმა. ეს უკვე განგაშია.

27 აპრილის ცნობაში ჩამატებულია, რომ პაციენტმა კარდიოლოგს მიმართა, მაგრამ, იცოდა თუ არა ფსიქოთერაპევტმა რომ ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენები იყო დამონტაჟებული? ჩანაწერებიდან დგინდება, რომ ნია იმნაძე 4 თებერვალს საკმაოდ ლაღი და ბედნიერია. იცოდა თუ არა ფსიქოთერაპევტმა, რომ იმნაძის გული ჯანმრთელი იყო. მართლმსაჯულება, რომ გულის ფართხალზე იყოს დამოკიდებული, ციხეები ცარიელი იქნებოდა და სასამართლო პროცესები მთქნარებაში იქნება წარმართული“.

ვიმედოვნებ, რომ აქაც იქნება მაქსიმალური სასჯელი, მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, ეს ჩემი ქვეყნის კანონმდებლობაა, არ მომწონს? შევცვლი და ვიზრუნებ, რომ შევცვალო - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

გიგა ავალიანის საქმეზე სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდიანრეობს. საქმის პროკურორის თქმით, ეკა კუპატაძეს მხარეთა მიერ კითხვები არ დაესმება.

მან უნდა ისაუბროს მიყენებულ მორალურ ზიანთან დაკავშირებით, თუმცა, შეზღუდული არ არის, რომ ისაუბროს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, - ამბობს ქეთი სონიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics