|
2016-08-04 11:11:12, 672 ნახვა
საზოგადოება
ქართული ენის შესასწავლად საქართველოს ფერეიდნელი ქართველების ჯგუფი სტუმრობდა
ვარდების ბაღში, ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შესასწავლად საქართველოში ჩამოსული ფერეიდნელი ქართველების გაცილების საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა პროექტის ფარგლებში შესწავლილი ხალხური სიმღერები შეასრულეს. დასკვნით ღონისძიებაზე თიბისი ბანკმა მათ #წერექართულად პროექტის ფარგლებში შექმნილი სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ფერეიდნელი ქართველების 12 კაციანი ჯგუფი საქართველოს პროექტის, „ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელებისთვის" ფარგლებში სტუმროდა. ორი თვის განმავლობაში ისინი ქართულ დამწერლობასა და ხალხურ სიმღერებს ეუფლებოდნენ. სამშობლოში ვიზიტისას ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და ისტორიული ადგილები მოინახულეს. პროექტის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, როცა „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის" წევრი ზვიად ტომარაძე ფერეიდანში იმყოფებოდა. მაშინ იქ მცხოვრებმა ქართველებმა სამშობლოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს. წელს პროექტი საპილოტეა და ის „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების საზოგადოებისა" და „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის" და მხარდაჭერით განხორციელდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროექტი გაგრძელდება და მომავალ წელს საქართველოს უფრო მეტი ფერეიდნელი ქართველი ესტუმრება.
(NS)
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)