15:06 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 22:31:19, 622 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ქალიშვილის ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნოე ჟორდანიას ქალიშვილის, ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო. ნათელა ჟორდანიამ მშობლებთან ერთად სამი წლისამ დატოვა საქართველო, და მიუხედავად ამისა, არასოდეს განელებია სამშობლოს სიყვარული და არ შეუწყვეტია მასზე ზრუნვა. ის მშობლების ღირსეული მემკვიდრე იყო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ნათელა ჟორდანიას ოჯახსა და ახლობლებს, ქართული ემიგრაციის შთამომავლებს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე - ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics