15:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-29 13:37:45, 296 ნახვა

საზოგადოება
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო

ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე, სადაც პოლიციელებმა ერთი პირი დააკავეს  ინფორმაციას "რადიო მარნეული" ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ უჭირთ ადგილობრივი მოსავლის რეალიზაცია და პროდუქტის გაყიდვა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად უწევთ. ფერმერებმა მარნეულის მერთან შეხვედრა მოითხოვეს და უარის შემთხვევაში სადახლოს მაგისტრალის გადაკეტვით დაიმუქრნენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ გზის გადაკეტვის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ აქციის 1 მონაწილე უკვე დააკავა.

ჟურნალისტის მუჰამედ მუჰამედალის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას აპირებდნენ რა დროსაც პოლიციამ დაშლა დაიწყო და ამ დროს რამდენიმე პირი დააკავეს.

"მარნეულის სოფელ შულავერის გზაზე რამდენიმე სოფლიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან შემოსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასები უკონტროლოა და ადგილობრივი პროდუქცია ამის გამო ძალიან იაფად იყიდება." - დაწერა ჟურნალისტემა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics