|
2016-05-20 18:32:13, 772 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩემმა თანაგუნდელმა დავით კოღუაშვილმა დაუფიქრებელი განცხადებების რეკორდი მოხსნა
დავით კოღუაშვილი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მას ნამდვილად ვერ დავწამებ, რომ რაიმე სენტენციებს განიცდის სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, დაუფიქრებელი განცხადებების რეკორდი მოხსნა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავით კოღუაშვილის განცხადებას, სადაც მან გიგი უგულავას პატიმრობის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, გამარჯვება, რომელიც მმართველმა გუნდმა მოიპოვა, გასაფრთხილებელია. „მიუხედავად ბევრი მცდელობისა, პირადად მე ვუფრთხილდები, რომ არ გავაკეთო ისეთი განცხადებები, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენო, ან გული არ ვატკინო თანაგუნდელებს. კოღუაშვილის ბევრი განცხადება იყო საკმაოდ დაუფიქრებელი, პარტიაში ამაზე სრული კონსოლიდაციაა. წინა ხელისუფლების შეფასება ერთმნიშვნელოვანია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, კოღუაშვილის ზოგიერთი განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო, თუმცა მას მეტი დაფიქრება მართებს. „თითოეული განცხადება უკავშირდება არა ერთ ადამიანს საქართველოში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, დავით კოღუაშვილმა „ქართული გაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიგი უგულავას პატიმრობის შესახებ ისაუბრა: „მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში“, - განაცხადა დავით კოღუაშვილმა.
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)