20:13 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 13:32:00, 596 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: ვარშავის სამიტზე საქართველოს MAP-ს არ მიანიჭებენ

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ვარშავის სამიტზე საქართველოს MAP-ს არ მიანიჭებენ.

ამის შესახებ აპატურაიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ფოკუსირება უნდა მოხდეს მომავალ წევრობაზე და არა MAP-ის თემაზე.

„ვფიქრობ გადაწყვეტილება, რომ ფოკუსირება მოხდეს მომავალ წევრობაზე და არა MAP-ის თემაზე და როგორ შეიძლება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება ფურცელზე გაჩნდეს, არის სწორი და მართებული მიდგომა, რაც საქართველოს ხელისფულებას აქვს. არ გვინდა MAP-ის გაფეტიშება, არ ვაქციოთ პოლიტიკური დისკუსიის საგნად. MAP-ს საქართველოს სამიტზე არ მიანიჭებენ, რასაც საქართველოს მთავრობა გააკონტროლებს და ჩვენ, არის დანარჩენი, ანუ ყველაფერი MAP-ის გარდა“, - განაცხადა აპატურაიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი წევრობისთვის მოსამზადებლად. 

„წლიური ეროვნული პროგრამა, თითქმის იგივეა, რაც MAP-ი. ადრეც მისაუბრია, გასათვალისწინებელია, რაც რეგიონალური გართულებები შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო MAP-ს მიიღებს და ნატო-ს არ ეცოდიენბა, თუ როდის შეიძლება, საქართველო უკვე ნატო-ს წევრი გახდეს. ამ საკითხების განხილვა ლეგიტიმურია“,- აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics