|
2016-04-11 18:21:56, 515 ნახვა
საზოგადოება
ხევის საზოგადოებრივ ცენტრში ტრენინგი "სამართალი და ადამიანის უფლებები“ ჩატარდა
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სოფელ ხევის საზოგადოებრივ ცენტრში ტრენინგი "სამართალი და ადამიანის უფლებები“ ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეებმა შეიტყვეს თუ რა არის სამართალი, რა როლს თამაშობს სამართალი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე მიიღეს ინფორმაცია, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს სახელმწიფოში. ტრენინგი გაჯერებული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით, რაც მონაწილეებს თეორიული საკითხების უკეთ გააზრებაში დაეხმარა. სოფელ ხევის საზოგადოებრივ ცენტრში კიდევ ოთხი ტრენინგი ჩატარდება აქტუალურ და მნიშვნელოვან სამართლებრივ თემებზე. ტრენინგების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, რაც ხორციელდება უფასო ტრენინგების ადგილზე, საზოგადოებრივ ცენტრებში ორგანიზებით. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრი ანალოგიურ ტრენინგებს აპრილის ბოლომდე ჩაქვისა და ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრებში ჩაატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)