2026-04-27 12:03:29, 287 ნახვა
მსოფლიო
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
31 წლის კოულ ალენმა მრავალი შეტყობინება გამოაქვეყნა, სადაც უკმაყოფილებას გამოთქვამდა აშშ-ის მიერ უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირების გამო და ასევე გაავრცელა ბმულები უკრაინული დანაყოფებისა და სტუდენტებისთვის სახსრების მოზიდვის ღონისძიებებზე. - წერს The New York Post
თავის პოსტებში მან ასევე მკვეთრად გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის წევრები. კერძოდ, მან პრეზიდენტს „სოციოპათი მაფიის ბოსი“ უწოდა და უარყოფითად შეაფასა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებები, მათ შორის ირანთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც მან „დანებება“ უწოდა. წერს The New York Post
ავტორი: ექსპრესნიუსი,