|
2016-04-16 21:31:51, 367 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს
საქართველომ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთობების შესახებ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ბოსნია და ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ცრნადაკმა ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს. სლოვაკეთში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას საერთო მისწრაფებები გააჩნია. მინისტრებმა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე ერთმანეთს ინფორმაცია გაუცვალეს. თინათინ ხიდაშელმა ბოსნია და ჰერცეგოვინას პირველ დიპლომატს თავდაცვის სფეროში საქართველოს საწვრთნელი ცენტრებისა და სხვა შესაძლებლობების გამოყენება შესთავაზა. „ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ საფუძველი ეყრება საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შორის ურთიერთობის განვითარებას. ჩვენს ეს პოლიტიკური ფორმატი კონკრეტული თანამშრომლობის დასაწყებად უნდა გამოვიყენოთ. მჯერა, რომ თბილისში, მაისში დაგეგმილი კონფერენცია ძალიან კარგ შესაძლებლობას მოგვცემს ჩემს კოლეგასთან და ქართველ ოფიციალურ პირებთან ერთად თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დავსახოთ,“ - აღნიშნა იგორ ცრნადაკმა თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. ბოსნია და ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მაისის ბოლოს ჩამოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)