|
2016-04-16 14:30:25, 349 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „რეპსუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი შესაძლო ცვლილებები განიხილეს და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა წინადადებებზე იმსჯელეს. საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, შეხვედრაზე შიდა საპარლამენტო განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. „განვიხილეთ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ვიმსჯელეთ არასაპარლამენტო ოპოზიციის შენიშვნებზე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. მომავალი კვირის დასაწყისისთვის, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ალბათ შედგება კომუნიკაცია. ვფიქრობ, განხილვა პოზიტიური იქნება“, - აღნიშნა კვაჭანტირაძემ. კითხვაზე, მოხდა თუ არა შეხვედრაზე საარჩევნო სიების განხილვა, კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს ფორმატში ამაზე საუბარი ზედმეტია, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია. „პოლიტსაბჭოს ფორმატში ამაზე საუბარი ზედმეტია. გადაწყვეტილება მიღებულია, კოალიციის ყველა სუბიექტი კენჭს ცალ-ცალკე იყრის“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)