15:06 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 22:25:34, 348 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი "რუსთავი 2-ზე": არამგონია, რომ დღეს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა ვინმეს მიერ კონტროლდებოდეს

"არამგონია, რომ დღეს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა ვინმეს მიერ კონტროლდებოდეს" - ასე უპასუხა "რუსთავი 2-ის" შესახებ დასმულ შეკითხვას და იქვე განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის პროცესი სასამართლოში ხარვეზებით წარიმართა.

პრემიერის თქმით, მან თავის დროზე განაცხადა, რომ ამ თემაზე უნდა შექმნილიყო არასამთავრობოების ჯგუფი.

"არაერთხელ მქონდა შეხვედრები, სადაც მე ვთხოვე ევროპელ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, რომ გამოეგზავნათ ჯგუფი, რომელიც უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა ამ სასამართლო პროცესის. მე ვერ დავაკვალიფიცირებდი, რომ ეს იყო მედიასაშუალებებზე შეტევა, მე არ მჯერა, რომ თქვენ გულში გჯეროდეთ, რომ ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან მედიასაშუალებების ხელში ჩაგდების მცდელობა. გარკვეული ხარვეზები სასამართლოს მხრიდან გამჭვირვალობის კუთხით იყო, არ მოხდა თავიდანვე უზრუნველყოფა მიღებული გადაწყვეტილებების, მე გავაკეთე განცხადება, რომ შექმნილიყო საბჭო არასამთავრობოებისგან და მედიასაშუალებებისგან, რომლებიც უზრუნველყოფდნენ რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას და არა ობიექტურობას, თქვენი სარედაქციო პოლიტიკა არის ტენდენციური. არამგონი, რომ ჩვენ დღეს ვიმყოფებით იმ სიტუაციაში, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა ვინმეს მიერ კონტროლდებოდეს," - განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე - ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics