|
2016-04-15 22:18:15, 349 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი
„მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პეკეტი“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მედიის წარმომადგენლებთნ შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, ის კერძო ჯანდაცვის პაკეტით სარგებლობს. „მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი. ვფიქრობ, რომ მინისტრები საკუთარი შემოსავლეთ უნდა უზრუნველყოფდნბენ. მე დღესდღეობით კერძო ჯანდაცვის პეკეტი მაქვს, არ ვსარგებლობ საყოველთაო ჯანდაცვით. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს არამხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც საკუთარი საკმარისი შემოსავლები გააჩნიათ“,-განაცხადა პრემიერმა. ამასთან, პრემიერმა საყოველთაო ჯანდაცვის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრი აქტიურად მუშაობს დღეს არსებული სისტემის მოდიფიკაციაზე. „ჯანდაცვაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი განხორციელდა. ჩვენს მოქალაქეებს აღარ აქვთ იმის საჭიროება, რომ საკუთარი სახლი და ქონება დააგირაონ ან გაყიდონ იმისთვის, რომ გაიკეთონ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს არის იდეალური. ჯანდაცვის მინისტრი ძალიან აქტიურად მუშაობს დღეს არსებული სისტემის მოდიფიკაციაზე, რათა ის უფრო მეტად გახდეს საჭიროებებზე ორიენტირებული, რესურსების გადანაწილება მოხდეს ისე, რომ იმ მოქალქეებს, რომელებსაც უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება მათ მიიღონ უფრო მდიდარი პაკეტი. მედიკამენტების დაფარვა იქნება უფრო ფართო და დაფარვა იქნება უფრო მეტად იმ ადამიანებისთვის, ვისაც უფრო მეტი საჭიროებები გააჩნია. ამას გარდა საჯარო და კერძო სექტორებს შორის ხორციელდება პარტნიორობის მოდელი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც მნიშვნელოვანწილად გვაქვს შედეგი, როდესაც მედიკამენტების გაიაფება არის დაწყებული“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)